12 დეკემბერს შედგა მათემატიკის წრის შემაჯამებელი მეცადინეობა.წინასწარ შევადგინე ტესტები,რომელიც მოიცავდა იმ საკითხებს,რაც გავიარეთ მათემატიკის წრის მეცადინეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი ტესტურ დავალებებს.
ჩვენი შეხვედრის თემა იყო მანძილის,სიჩქარის და დროის განსაზღვრა.მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ პრაქტიკულ ამოცანებს:სიჩქარის,გავლილ მანძილზე და დროზე.დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.